კორუფციაში დადანაშაულებული ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბრალს არ აღიარებს
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეტანიაჰუ, თავს უდანააულოდ მიიჩნევს მის წინააღმდეგ კორუფციის მუხლით დაწყებულ საქმეზე, რომლის თაობაზეც კვლავ განახლდა კორონავირუსის გამო გადადებული სასამართლო პროცესი. სკანდალური ბრალდების გარშემო სასამართლო პროცესი ტარდება საპარლამენტო არჩევნებამდე ექვსი კვირით ადრე, რომელშიც ნეტანიაჰუ გამარჯვებას და თავისი 12-წლიანი პოლიტიკური კარიერის გაგრძელებას ესწრაფვის.
„მე ამას ვადასტურებ ჩემს მიერ წერილობით სახით წარდგენილ პასუხში“, - განაცხადა ნატანიაჰუმ 8 თებერვალს, იერუსალიმის სასამართლოში. მისი პოზიცია ემყარება სასამართლოსათვის ადვოკატების მიერ წარდგენილ დოკუმენტს, რომელშიც დაცვის მხარე ამტკიცებს, რომ ნეტანიაჰუ უდანაშაულოა ქართამის აღებისა და თანამდებობის ბოროტად სარგებლობის გამო წარდგენილ ბრალდებებში.
ისრაელის პროკურატურა, რომელიც საქმეს 2019 წლიდან იძიებს, ამტკიცებს, რომ ნეტანიაჰუ საჩუქრებს იღებდა მდიდარი ბიზნესმენებისგან დიდი ოდენობის ქრთამის სახითს და ასევე სამსახურს უწევდა მედია ბიზნესის წარმომადგენლებს, პრესაში თავისი საქმიანობის დადებითი მხრიდან გაშუქებისთვის.
71 წლის ნეტანიაჰუ უარყოფს ბრალდებას და აცხადებს, რომ ეს მისი პოლიტიკური ოპონენტების ნამოქმედარია. სასამართლო პროცესი ნეტანიაჰუს წინააღმდეგ 9 თვის წინ დაიწყო, მაგრამ გადაიდო ქვეყნაში კორონავირუსის გამო შემოღებული საყოველთაო კარანტინის გამო.
იმავე პერიოდში, ნეტანიაჰუს პარტიამ გაიმარჯვა არჩევნებში და მის ოპონენტ პოლიტიკოს, ბენი განცთან ერთად ქნესეთში ჩამოაყალიბა მმართველი კოალიცია, რომელიც დეკემბერში დაიშალა.
პოლიტიკური კრიზისის განსამუხტავად ისრაელში 23 მარტს ჩატარდება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, რომელშიც ნეტანიაჰუს „ლიკუდის“ პარტია კვლავ იმედოვნებს წარმატების მიღწევას.
https://www.radiotavisupleba.ge/a/31091783.html
#ახალი_ამბები
#twitter