სოფლად მცხოვრები ქალები და კარანტინი
Marneuli Daily
23 მარტიდან მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში მკაცრი კარანტინი გამოცხადდა. მკაცრად შეიზღუდდა გადაადგილების შესაძლებლობა . კარანტინის რეჟიმი ფსიქოლოგიური პრობლემები შეიქმნა ადამიანებისათვის, რომლებიც დღის დიდ ნაწილს გარეთ ატარებდნენ . მაგრამ არიან ისეთი ჯგუფებიც, რომელთათვიც კარანტინი სიახლეს არ წარმოადგენს. ამ კატეგორიას ძირითად სოფლად მცხოვრები ქალები განეკუთვნებიან. ამის შესახებ " Marneuli Daily" - ს ესაუბრება სოფელი თაქალოს მკვიდრი გულშენ ალიევა. ( სახელი და გვარი კონფიდენციალურობის მიზნით შეცვლილია)
" მე ვარ გულშენი, 2 შვილის დედა. ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გამო ჩაიკეტა მარნეული. ამან ეკონომიკურად ძალიან დიდი პრობლემები შეუქმნა მოსახლეობას. რადგან გაძნელდა ცხოვრება, ოჯახში შემოსავლის წყარო არ არის. ჩემი ქმარი მძღოლია და ამით ვირჩენდით თავს. ამ მხრივ პრობლემები შეგვექმნა. მაგრამ თუ მეკითხებით, რა შეცვალა კარანტინმა ჩემს ცხოვრებაში? პასუხია არაფერი. ჩვენ ქალები კორონოვირუსამდეც კარანტინის მსგავს რეჟიმში ვცხოვრობდით. თითქმის მთელი დღეები ერთი და იგივე არის. ვდგები, საუზმეს ვაკეთებ, მერე სახლის ვალაგებ. მერე თუ ბაღში საქმე მაქვს , ბაღში ვმუშაობ. შემდეგ საუზმის მომზადება, კიდევ სახლის დალაგება და ბოლოს ვახშამის მომზადება. მეორდება დღეები."- ორი შვილის დედა ,გულშენი ყვება.
გულშენი ამბობს, რომ კარანტინმა ის მცირე მიმოსვლაც შეზღუდა რაც ჰქონდა.
"კარანტინამდე თვეში სამჯერ-ოთხჯერ მივდიოდით მშობლებთან, ნათესავებთან . ისინიც მოდიოდნენ ჩვენთან. თავისუფალ დროს მეზობელ ქალებთან ვატარებდი. ქორწილებში მივდიოდი. მაგრამ უკვე ვეღარ მოვდივარ არსად . რა თქმა უნდა, მოსასწყენია . მაგრამ იმდენად არა.. კარანტინამდე თვის დიდ ნაწილს სახლში ვატარებდი და თუნდაც არ წავიდე არსად , ეს აუტანელი არ არის . ასეც უნდა იყოს. გათხოვილი ქალი ვარ და ქალი უნდა უვლიდეს თავის ოჯახს. მისი პრიორიტეტია სახლში ოჯახის მოვლა და არა სადმე დროის გატარება. ვიცი , რომ ქალაქელი ქალებისთვის კარანტინის რეჟიმი აუტანელია . რადგან ისინი განათლებულნი არიან და აქვთ საქმე სახლის გარეთ. მაგრამ ჩვენთან პირიქით ყველაფერი ჩვეულებრივია კარანტინის წინა პერიოდიც და კარანტინის შემდეგიც. რადგან ჩვენ ვართ შეჩვეულნი. სახლში მთელი დღე დროს გატარება არ არის ჩვენთვის აუტანელი რამ. ჩვენ ვართ ბედნიერი კარანტინის დროსაც. ვფიქრობ, ამ მხრივ ქალაქელ ქალებს ვასწრებთ - ამბობს გულშენი.
#opinion
#news
#photo
#religion