თუ არ იქნება ექსტრემალური ნაბიჯები, გამოხატვის თავისუფლება გარანტირებულია - გახარია 20 ივნისზე
Pirveliradio Ge
ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება არის სრულად დაცული, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიას 20 ივნისს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით ჟურნალისტების შეკითხვას. მისი თქმით, არავითარი პრობლემა არ შეიქმნება თუ აქციის მონაწილეები წესებს დაიცავენ და ვინმეს „ექსტრემალური ნაბიჯების გადადგმა“ არ მოუნდება.
„საქართველოში გამოხატვის თავისუფლება არის დაცული სრულად, განსაკუთრებით როგორც თქვენ ბრძანეთ, წესების დაცვით თუ იქნება ეს ყველაფერი და არავის არ მოუვა აზრად რაღაც ექსტრემალური ნაბიჯების გადადგმა, რა თქმა უნდა, გამოხატვის თავისუფლება ქვეყანაში არის გარანტირებული“, - განაცხადა პრემიერმა.
http://pirveliradio.ge/?newsid=145227