რადიო თავისუფლებისთვის ცნობილი გახდა ორბელიანის სასახლეში განხილული 6 საკითხი
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
რადიო თავისუფლების წყაროს ცნობით, 6 საკითხი, რომელიც ოპოზიციისა და პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის შეხვედრაზე, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ინიციატივით განიხილეს, და რომელზეც გაგრძელდება მოლაპარაკებები, მოიცავს შემდეგ პუნქტებს:
1) ამბიციური საარჩევნო რეფორმა;
2) კანონის უზენაესობა და სასამართლო რეფორმა, კერძოდ, უზენაეს სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვები, იუსტიციის უმაღლესი საბჭოში არჩევნების საკითხები და კორუფციასთან ბრძოლის გაძლიერება;
3) პოლიტიკური მართლმსაჯულება, კერძოდ, პატიმრების საკითხის გადაჭრა;
4) პარლამენტში ძალთა გადანაწილება, რაც მოიცავს საგამოძიებო კომისასა და პასუხისმგებლობებისა და როლების სამართლიან გადანაწილებას, პარლამენტში;
5)პოტენციური ადრეული არჩევნები და მზადება ადგილობირივი არჩევნებისთვის;
6) ფასილიტაცია მედიაციის გაგრძელება და მიღწეული პროგრესის გადამოწმება, 15 მარტს, ევროკავშრი-საქართველოს ასოციაციის საბჭოს შეხვედრაზე.
შარლ მიშელი პრემიერ ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გამოვიდა ინიციატივით ოპოზიციასა და პრემიერს შორის დღეს საღამოს შეხვედრის გამართვის შესახებ. პრემიერმა ღარიბაშვილმა იქვე დაადასტურა ოპოზიციასთან შეხვედრის მზადყოფნა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოს 28 თებერვალს, საღამოს ეწვია. შარლ მიშელის ვიზიტი მიმდინარეობს საქართველოში ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი პოლიტიკური კრიზისის ფონზე, რომელიც კიდევ უფრო გაამწვავა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაპატიმრებამ.
მიშელი ვიზიტის ფარგლებში შეხვდა პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, ოპოზიციის წარმომადგენლებს და პარლამენტის თავმჯდომარეს. ის ასევე ჩავიდა საოკუპაციო ხაზთან.
https://www.radiotavisupleba.ge/a/31128235.html
#ახალი_ამბები
#twitter