ზემო ნიქოზთან უკანონო ბროდერიზაცია გრძელდება

Tbilisi Daily

უკანონო ბორდერიზაციის პროცესი გრძელდება. საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები ზემო ნიქოზში დღესაც მუშაობენ. სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე მათ სამშენებლო ტექნიკა ჰყავთ მიყვანილი და მავთულხლართებს ავლებენ. უკანონო სამუშაოები უკვე არსებული ეწ გამყოფი ღობიდან მოშორებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარეობს. უკანონო ბირდერიზაციის ფაქტებზე უკვე ამოქმედებულია ცხელი ხაზი ინფორმირებულია ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. ბოლო დღეების განმავლობაში საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები 3 ლოკაციაზე გააქტიურდნენ. ატოცთან სათვალთვალო კოშკი მოეწყო ხურვალეთის მიმდებარედ კი ახალი მავთულხლართები გააბეს.