„სინგაპურის ავიახაზებმა“ თვითმფრინავები რესტორნებად გადააკეთა
Tbilisi Daily
„სინგაპურის ავიახაზებმა“ ორი Airbus A380 რესტორნებად გადააკეთა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციის, თვითმფრინავები 500-დან 800-მდე მგზავრზეა გათვლილი, რესტორნების სტუმრებისთვის კი ამ ადგილების ნახევარი იქნება ხელმისაწვდომი. კერძების ფასს კი კლასი განაპირობებს, რომელსაც მომხმარებელი აირჩევს. ყველაზე ძვირი ვარიანტის ღირებულება $496 დოლარია, ყველაზე იაფი კი 40 დოლარზე ნაკლები. საკვებს „სინგაპურის ავიახაზების“ შეფ-მზარეული შერმაი ლი მოამზადებს.
თავდაპირველი გეგმით, რესტორნებს მხოლოდ 2 დღე - 24 და 25 ოქტომბერს უნდა ემუშავა, მაგრამ ყველა ადგილი აქციის დაწყებიდან ნახევარ საათში გაიყიდა. მსურველთა რაოდენობა კი იმხელა აღმოჩნდა, რომ „სინგაპურის ავიახაზებმა“ რესტორნების მუშაობა კიდევ ორი დღით გაახანგრძლივა.