ლიაში ბავშვს ავტომობილი დაეჯახა

Zugdidi Daily

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიაში ავტოავარიის შედეგად ხუთი წლის ბავშვი დაშავდა. შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა. დაშავებული ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს, სადაც ის გადაუდებელი მედიცინის განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ექიმების ინფორმაციით, ბავშვს შუბლის ძვლისა და ბარძაყის მოტეხილობა აქვს. ცნობილია, რომ პაციენტის გადაყვანა თბილისში იგეგმება. შემთხვევაზე გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს მის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია. _________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. #ავარია #zugdididaily #ახალიამბები წყარო: რადიო ათინათი