ირანში კორონავირუსის 3 521 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 175 ადამიანი გარდაიცვალა

Tbilisi Daily

ირანში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 3 521 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 436 319-მდე გაიზარდა,- შესაბამის მონაცემებს ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ამავე მონაცემების თანახმად, ირანში კოვიდ 19-ს კიდევ 175 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა 25 015-ს მიაღწია. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, ირანში, კოვიდ 19-სგან, საერთო ჯამში, 367 829 პაციენტი განიკურნა. აღსანიშნავია, რომ დაინფიცირებული მოქალაქებისგან 3 957-ის მდგომარეობა მძიმეა.