მედიაჰოლდინგი "იმედი" იყიდება

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

მედიაჰოლდინგი "იმედი" იყიდება. კომპანია "მედია პროდაქშენ გრუპმა" წილის გასხვისებაზე თანხმობა კომუნიკაციების კომისისგან დღევანდელ სხდომაზე მიიღო. მედიაჰოლდინგში ერთიანდებიან და "მედია პროდაქშენ გრუპი" 100-პროცენტიან წილს ფლობს "იმედში", GDS -სა და "რადიო იმედში". მედიაჰოლდინგი წილს ფლობს ტელეკომპანია "მაესტროშიც". როგორც კომუნიკაციების კომისიის სხდომაზე ითქვა, მედიაჰოლდინგს ნიდერლანდებში რეგისტრირებულ კომპანია Media Finance Group ყიდულობს, რომლის მფლობელებიც არიან ამერიკის მოქალაქეები: იგორ ალექსეევი, ირაკლი (ოთარ) რუხაძე და ბენჟამენ ალბერტ მარლსონი. ტელეკომპანია "იმედი" ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს 2012 წელს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დაუბდუნდა. https://www.radiotavisupleba.ge/a/31074192.html #ახალი_ამბები #twitter