სოხუმის ადმინისტრაციის ახალი განკარგულება
Sokhumi Daily
მეწარმეები, რომლებიც მუნიციპალურ ქონებას ქირაობენ, გათავისუფლებული არიან მაისის და ივნისის თვის გადასახადისგან, ამის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა სოხუმის ე.წ ადმინისტრაციის უფროსმა ბესლან ეშბამ.
"მეწარმეები, რომლებიც უზრუნველყოფენ კვების მომსახურებას, ფიტნეს ცენტრებს, სპორტულ დარბაზებს, სალონებს, საუნებსა და მასაჟის ოთახებს, ქირაობენ მუნიციპალიტეტის ქონებას ქალაქ სოხუმის ადმინისტრაციისაგან და მუნიციპალური ინსტიტუტებიდან, თავისუფლდებიან ქირის გადასახადისაგან მაისის თვიდან 15 ივნისამდე. " - წერია სოხუმის ადმინისტრაციის ვებსაიტზე.
ბრძანება მიზნად ისახავს "აფხაზეთის მოსახლეობის დასაცავად კორონავირუსის გამო შემაკავებელი ზომების შემოღების ნეგატიური შედეგების შემცირებას ", ასევე ემსახურება დამატებით დამხმარე ღონისძიებას სოხუმის საწარმოების ფინანსური და ეკონომიკური საქმიანობის აღდგენის მიზნით.
#სოხუმი
#აფხაზეთი
#ბიზნესი
#პოლიტიკა
#sokhumidaily