მსხვერპლი მოჰყვა აშშ-ის ერთ-ერთ საწარმოში თხევადი აზოტის გაჟონვას

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

სულ მცირე 6 ადამიანი დაიღუპა ამერიკის ჯორჯიის შტატის ქალაქ გეინსვილის ერთ-ერთ საწარმოში თხევადი აზოტის გაჟონვის შედეგად. პოლიციის ინფორმაციით, საწარმოს 5 თანამშრომელი ადგილზე გარდაიცვალა, 1 კი საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ. კლინიკაში რჩება თხევადი აზოტით მოწამლული 11 ადამიანი, მათგან 3-ის მდგომარეობა კრიტიკულია. ინციდენტი კომპანია Foundation Food Group-ის კუთვნილ მეფრინველეობის ფაბრიკაში მოხდა. ადგილზე მისულმა მაშველებმა საწარმოდან 130 ადამიანის ევაკუაცია განახორციელეს. მოწამლულია ერთი მეხანძრე-მაშველიც. თხევადი აზოტის გაჟონვას აფეთქება არ გამოუწვევია. საწარმოს მფლობელი კომპანიის ინფორმაციით, აზოტმა დაზიანებული სადენიდან გაჟონა. მიზეზის დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს. https://www.radiotavisupleba.ge/a/31075337.html #ახალი_ამბები #twitter