ჩეჩენ ბლოგერზე თავდამსხმელმა სასამართლოზე ილაპარაკა „გროზნოდან ბრძანების“ შესახებ
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
ოპოზიციონერ ჩეჩენ ბლოგერზე, ტუმსო აბდურაჰმანოვზე, თავდასხმაში ბრალდებულმა სასამართლოს პროცესზე გამოაცხადა, რომ დანაშაული ჩაიდინა გროზნოდან ბრძანებით. რუსეთის მოქალაქეს, რუსლან მამაევს, ასამართლებენ შვედეთში ბლოგერზე 26 თებერვალს განხორცილებული თავდასხმის გამო.
შვედეთში გამომავალი გაზეთის, Dagens Nyheter-ის თანახმად, სასამართლოზე ბრალდებულმა განაცხადა, რომ არ აპირებდა აბდურაჰმანოვის მოკვლას და ფიქრობდა დავალების ჩაშლას. მამაევმა შვედეთში პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა. მასთან ერთად საქმეში გამავალმა ქალმა, რომელსაც თავდამსხმელისთვის დახმარებაში ედება ბრალი, ბრალდება უარყო.
ჩეჩენი ბლოგერის ადვოკატმა, იენს შელუნდმა განაცხადა სასამართლოზე, რომ ჩეჩნეთის ხელისუფლები ტუმსო აბდურაჰმანოვის მოკვლისთვის მამაევს ჯილდოს დაპირდნენ.
ბლოგერზე თავდასხმა მოხდა 26 თებერვალს შვედეთში, როცა მას საკუთარ ბინაში ეძინა. მან მოახერხა თავდამსხმელის გაუვნებელყოფა და ის პოლიციას ჩააბარა.
შვედეთის პოლიციამ ივნისში განაცხადა, რომ დანაშაულის ერთ-ერთ სავარაუდო მონაწილე დაუსწრებლად დააკავეს. აბდურაჰმანოვი აცხადებს, რომ დანაშაულის უკან რუსეთის სპეცსამსახურები დგანან.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30927798.html
#ახალი_ამბები
#twitter