სახალხო დამცველი ოკუპანტების მიერ გატაცებული ზაზა გახელაძის ოჯახის წევრებს შეხვდა

Pirveliradio Ge

ოკუპანტების მიერ გატაცებული ზაზა გახელაძის ოჯახის წევრებს დღეს სახალხო დამცველი შეხვდა. ნინო ლომჯარიამ ოჯახის პოზიცია ადგილზე მოისმინა და მათთვის ცნობილი ინფორმაცია გაცვალეს. სახალხო დამცველის განცხადებით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს გახელაძის ოკუპირებული ცხინვალიდან გასათავისუფლებლად. „დეტალებს არ ჩავუღრმავდები. გვაქვს გარკვეული კითხვები. თუმცა, როგორც ვიცი, დაჭრის ფაქტი ნამდვილად არის დადასტურებული. ახალა, ჰუმანიტარული მიზნებიდან გამომდინარე ვფიქრობ, დროულად უნდა დაბრუნდეს ეს ადამიანი. პირველ რიგში, საერთაშორისო ორგანიზაციებს ვთხოვდი და მოვუწოდებდი, რომ მათი აქტიური ჩართულობით და იგივე ჰუმანიტარული მიზნებიდან გამომდინარე მოვახერხოთ ამ პირის დროულად დაბრუნება კონტროლირებად ტერიტორიაზე“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ. http://pirveliradio.ge/index.php?newsid=147182