კორონავირუსის მკურნალობის ხარჯები

Tbilisi Daily

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ამ ეტაპზე კორონავირუსის მკურნალობას მთლიანად სახელმწიფო ფარავს. ამის შესახებ ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგოც მინისტრმა აღნიშნა, შესაძლოა, ონლაინ მომსახურებასა და ფინანსურ მხარდაჭერაში კერძო სადაზღვევო კომპანიებიც ჩაერთონ. „ამ ეტაპზე კორონავირუსის მკურნალობას მთლიანად სახელმწიფო ფარავს, თუმცა არსებობს მოსაზრებები, რომ ონლაინ მომსახურებაში და ფინანსურ მხარდაჭერაში კერძო სადაზღვევო კომპანიებიც ჩაერთონ. ამასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს გავმართავთ და ერთობლივ გადაწყვეტილებას მივიღებთ“, - განაცხადა ტიკარაძემ. #მკურნალობა #ხარჯები #კორონავირუსი #ტიკარაძე #tbilisidaily y