თბილისში 3 წლის ბავშვი ფანჯრიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა
Tbilisi Daily
თბილისში, ერთ-ერთი კორპუსის ფანჯრიდან 3 წლის ბავშვი გადმოვარდა და გარდაიცვალა. ამის შესახებ რადიო “ფორტუნას” თვითმხილველმა განუცხადა.
შემთხვევა დაახლოებით 1 საათის წინ ე.წ დევნილთა დასახლებაში მოხდა.
მცირეწლოვანი ახლოს მდებარე სამედიცინო კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.