აღმოსავლეთ უკრაინაში სულ მცირე ხუთი ადამიანი ემსხვერპლა თავდასხმას საცხოვრებელ კორპუსზე

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

14 იანვარს აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ დნეპრში ცხრასართულიან სახლზე მიტანილ იერიშს ემსხვერპლა სულ მცირე ხუთი ადამიანი, დაიჭრა 27 პირი - აცხადებენ უკრაინის ოფიციალური პირები. უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გმობს რუსეთის "ტერორს". "უკვე ხუთი ადამიანია დაღუპული" - წერს ტელეგრამით რეგიონის გუბერნატორი, ვალენტინ რეზნიჩენკო და აქვეყნებს ნანგრევებად ქცეული შენობის ფოტოს. "27 პირია დაჭრილი, მათ შორის ექვსი ბავშვია. ყველა საავადმყოფოშია გადაყვანილი" - დასძენს ის. 14 იანვარს, უფრო ადრე, უკრაინა იუწყებოდა რუსეთის შეტევებზე კიევში და სხვა ქალაქებში მდებარე ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე.   https://www.radiotavisupleba.ge/a/32223510.html

Source: radiotavisupleba.ge