"როგორც კი tiktok-ს გააქტიურებთ, ჩათვალეთ, რომ თქვენი მონაცემების უსაფრთხოება დასრულებულია"

Tbilisi Daily

"თუ თქვენს ტე­ლე­ფონ­ში არის "ტი­კტო­კი“, მას მი­აქვს ყვე­ლა ინ­ფორ­მა­ცია და ისე, რომ ამა­ზე თქვენ არა­ფე­რი იცით“, - ამის შე­სა­ხებ თავ­დაც­ვის ყო­ფილ­მა მი­ნის­ტრმა და არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "სა­მო­ქა­ლა­ქო იდე­ის" დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა თინა ხი­და­შელ­მა "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა newsroom-ში გა­ნა­ცხა­და. მისი თქმით, ჩი­ნე­თის მოქ­მე­დე­ბე­ბი საფრ­თხის შემ­ცვე­ლია ქვეყ­ნის ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბის­თვის. "ტი­კტოკს“ არ ერ­ჩის მხო­ლოდ აშშ-ის სა­დაზ­ვერ­ვო სამ­სა­ხუ­რი, მას ერ­ჩის "ეფლი“ და პრაქ­ტი­კუ­ლად, სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ყვე­ლა დიდი კომ­პა­ნია. მათ შო­რის, "ფე­ის­ბუ­ქი.“ პრობ­ლე­მა არის ის, რომ თუ თქვე­ნი ტე­ლე­ფო­ნის აპში არის "ტი­კტო­კი", მას მი­აქვს ყვე­ლა ინ­ფორ­მა­ცია იქი­დან, თქვე­ნი ნე­ბარ­თვის გა­რე­შე, თქვენ­გან და­უ­კი­თხა­ვად, აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა­ფე­რი, ყვე­ლა მო­ნა­ცე­მი და თქვენ ამა­ზე სა­ერ­თოდ არა­ფე­რი იცით. რო­გორც კი გად­მოტვირ­თავთ და გა­აქ­ტი­უ­რებთ "ტი­კტოკს“, ჩათ­ვა­ლეთ, რომ თქვე­ნი მო­ნა­ცე­მე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბა დას­რუ­ლე­ბუ­ლია. არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც ეს არ აწუ­ხებთ, არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც ეს აწუ­ხებთ. ოღონდ, ჩვენ არ ვლა­პა­რა­კობთ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ ადა­მი­ა­ნებ­ზე, ჩვენ ვლა­პა­რა­კობთ სა­ხელ­მწი­ფო­ზე. შე­მიძ­ლია, კონ­კრე­ტუ­ლი მა­გა­ლი­თი მო­გიყ­ვა­ნოთ - ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­ში აღ­ნიშ­ნუ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი იყო და ამე­რი­კე­ლებ­მა ჯერ აკ­რძა­ლეს "ტი­კტო­კის“ გა­მო­ყე­ნე­ბა და როცა ნა­ხეს, რომ სამ­ხედ­რო­ე­ბი მას მა­ინც იყე­ნებ­დნენ, ფი­ზი­კუ­რად ჩა­მორ­თმე­ვა და­ი­წყეს ტე­ლე­ფო­ნე­ბის. გა­სა­გე­ბია, შე­იძ­ლე­ბა კონ­კრე­ტულ ჯა­რის­კავს არ აწუ­ხებს, ფიქ­რობს, ახლა მე ტე­ლე­ფონ­ში რა ინ­ფორ­მა­ცია მაქვს ისე­თი?! მაგ­რამ ამა­სო­ბა­ში ის გა­დას­ცემს კო­ორ­დი­ნა­ტებს, სად იმ­ყო­ფე­ბა და ა.შ, ამი­ტომ, სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვად არის პრობ­ლე­მა. არ ვამ­ბობ, რომ უნდა შევ­წყვი­ტოთ ჩი­ნეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა. რა თქმა უნდა, უნდა გვქონ­დეს და მათ შო­რის, ეკო­ნო­მი­კუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბაც, მაგ­რამ აქვს კი სა­ქარ­თვე­ლოს გა­ა­ნა­ლი­ზე­ბუ­ლი რის­კე­ბი?! იცის კი, რო­გორ უნდა გა­უმკლავ­დეს ამ რის­კებს?!“, - ამ­ბობს თინა ხი­და­შე­ლი. ცნო­ბის­თვის, აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტმა დო­ნალდ ტრამპმა აშშ-ში TikTok-ისა და WeChat-ის აკ­რძალ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­კარ­გუ­ლე­ბებს ხელი აგ­ვის­ტოს და­სა­წყის­ში მო­ა­წე­რა. "აშშ-მა სა­კუ­თა­რი ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის დაც­ვის მიზ­ნით TikTok-ის მფლო­ბე­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ აგ­რე­სი­უ­ლი ქმე­დე­ბა უნდა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს. ჩი­ნე­თის სა­ხალ­ხო რეს­პუბ­ლი­კა­ში მოქ­მე­დი კომ­პა­ნი­ე­ბის კუთ­ვნი­ლი და შექ­მნი­ლი მო­ბი­ლუ­რი აპ­ლი­კა­ცი­ე­ბი აშშ-ის ეროვ­ნულ უსაფრ­თხო­ე­ბას, სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კა­სა და ეკო­ნო­მი­კას საფრ­თხეს უქ­მნის,“- აღ­ნიშ­ნუ­ლი იყო პრე­ზი­დენ­ტის გან­კარ­გუ­ლე­ბა­ში. ამას­თა­ნა­ვე, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის, "სა­მო­ქა­ლა­ქო იდე­ის“ მიერ 3 სექ­ტემ­ბერს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ახალ კვლე­ვა­ში, სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩი­ნე­თის "კო­მუ­ნის­ტუ­რი პარ­ტი­ის" ინ­ტე­რე­სებ­ზეა სა­უ­ბა­რი. კვლე­ვის მი­ხედ­ვით, სა­ქარ­თვე­ლო ახლა "კო­მუ­ნის­ტუ­რი პარ­ტი­ის" ინ­ტე­რე­სე­ბის მე­სა­მე ფა­ზა­შია, რაც გუ­ლის­ხმობს შემ­დეგს: "მას­პინ­ძე­ლი სა­ხელ­მწი­ფოს სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი ბიზ­ნე­სი და პო­ლი­ტი­კუ­რი ინ­სტი­ტუ­ტე­ბი იზი­ა­რე­ბენ ჩი­ნე­თის კო­მუ­ნის­ტუ­რი პარ­ტი­ის იდე­ო­ლო­გი­ას და ექ­ცე­ვი­ან მისი ზე­გავ­ლე­ნის ქვეშ. ასე­ვე - ხდე­ბა ჩი­ნუ­რი ენი­სა და კულ­ტუ­რის შეს­წავ­ლის წა­ხა­ლი­სე­ბა; სრუ­ლი იდე­ო­ლო­გი­უ­რი მხარ­და­ჭე­რი­სათ­ვის იხ­სნე­ბა კონ­ფუ­ცის ინ­სტი­ტუ­ტე­ბი, სტუ­დენ­ტებს ჩი­ნეთ­ში სას­წავ­ლებ­ლად სთა­ვა­ზო­ბენ სპე­ცი­ა­ლურ სტი­პენ­დი­ებს კო­მუ­ნის­ტუ­რი პარ­ტი­ის ცენ­ზუ­რა­გავ­ლილ აკა­დე­მი­ურ ინ­სტი­ტუ­ტებ­ში და სხვა."