რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი მოწამლეს

Pirveliradio Ge

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი საავადმყოფოში გადაიყვანეს, - ამის შესახებ ინფორმაციას პოლიტიკოსის პრესსპიკერი, კირა იარმიში ავრცელებს. კირა იარმიშის თქმით, პოლიტიკოსი უგონო მდგომარეობაშია და ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე იმყოფება. საავადმყოფოში სამართალდამცველებიც გამოიძახეს. როგორც პრესსპიკერი ამბობს, ნავალნი ქალაქ ტომსკიდან მოსკოვში მიფრინავდა, რა დროსაც ცუდად გახდა. იარმიში ამბობს, რომ ნავალნი მოწამლეს. ოჯახის წევრები ეჭვობენ, რომ ნავალნი სავარაუდოდ ჩაიში ჩაყრილი ნივთიერებით მოიწამლა, რადგან მას მხოლოდ ჩაი ჰქონდა მიღებული. "ჩაის გარდა არაფერი დაულევია. მანამდე არანაირი სიმპტომი არ ჰქონდა. თვითმფრინავში თავი ცუდად იგრძნო. მთხოვდა, რომ მასთან მელაპარაკა, რადგან კონცენტრაცია უჭირდა. მერე საჭირო ოთახში გავიდა და გონება დაკარგა", - აცხადებს პრესმდივანი.