შიდა ქართლში Covid19-ის შემთხვევები მკვეთრად გაიზარდა

Gori Daily

საქართველოში ახალი კორონავირუსის დღიურმა მაჩვენებელმა პირველად გადააჭარბა ათასს და 1 192 დადასტურებული შეთხვევით მორიგ პიკს მიაღწია. საერთო ჯამში, ქვეყანაში 17 477 შემთხვევაა გამოვლენილი. დღის განმავლობაში შიდა ქართლის მასშტაბით, ინფიცირებულთა რაოდენობამ 37-ს მიაღწია. ბოლო მონაცემებით საქართველოში: კორონავირუსით ინფიცირებულია - 17477 გამოჯანმრთელებულია - 8060 მათ შორის გარდაცვლილია - 136 კარანტინის რეჟიმში რჩება - 6300 კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები - 1388 სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836, მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია - 41 პაციენტი. შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა. _________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. #კორონავირუსი #შიდაქართლი #ახალიამბები #goridaily