ქობულეთის პირველი საბავშვო ბაღი კორონავირუსის გამო დაიხურა
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
ქობულეთის, პირველ საბავშვო ბაღში კოვიდი დაფიქსირდა, რის გამოც სააღმზრდელო დაწესებულება სრულად დაიხურა.
ქობულეთის ბაღების გაერთიანების უფროსი ია ხალვაში ამბობს, დღეს PCR ტესტირების შედეგად საბავშვო ბაღის 2 აღსაზრდელს და 3 პედაგოგს კოვიდიდაუდასტურდა.
'სავარაუდოდ ინფიცირების წყარო არის ოჯახი. საბავშო ბაღიორი კვირით დაიკეტება. ამ დროისთვის საბავშვო ბაღის, პედაგოგები და მოსწავლეები თვითიზოლაციაში არიან'-განაცხადა ია ხალვაშმა.
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში აცახდებენ, რომ ბაღის დახურვის გადაწყვეტილება ინფიცირების მაღალი რისკის გამო მიიღეს.