კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა საქართველოში

Tbilisi Daily

საქართველოში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 351 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა შესახებ მონაცემები არ განახლებულა და კვლავ 1 092-ია. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7 597 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 249. #ახალიამბები