ვოლსკი თავის მსოფლმხედველობით საბჭოთა საქართველოს წარმოადგენს-ჯაფაარიძე

Pirveliradio Ge

ვოლსკის არანაირ არქაულად ადამიანად წარმოჩენა არ მინდა, ეს ადამიანი თავის მსოფლმხედველობით საბჭოთა საქართველოს წარმოადგენს, - ასე ეხმაურება "ფორმულასთან" საუბარში გირჩის ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე პარლამენტის ვიცე-სპიკერის განცხადებას, რომლის თანახმადაც ჯაფარიძეს მისი არქაულ ადამიანად წარმოჩენა სურს. ჯაფარიძე ვოლსკის ღია ეთერში დებატებს სთავაზობს. "ვოლსკის არანაირ არქაულად ადამიანად წარმოჩენა არ მინდა, ეს ადამიანი თავის მსოფლმხედველობით საბჭოთა საქართველოს წარმოადგენს. მე ვუპირისპირდები ყველაფერ ამას, რასაც ბატონი ვოლსკი წარმოადგენს. დღეს დილით მაჟორიტარობასთან დაკავშირებით განცხადება რომ გავავრცელე, შევთავაზე საუბარი ნებისმიერ ეთერში, ნებისმიერ ღია ფორმატში და გამოჩნდა ვის აქვს არქაული წარმოდგენები და ვის აქვს პროგრესული", - განაცხადა ჯაფარიძემ. წყარო: „ფორმულა ნიუსი"