ქობულეთის მეხუთე ბაღში აღმზრდელს კორონავირუსი დაუდასტურდა
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
ქობულეთის მეხუთე ბაღში აღმზრდელს კორონავირუსი დაუდასტურდა. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება დროებით დაიხურა.ინფიცირებული პირი ამ ეტაპზე ბინაზე მკურნალობს, სხვა თანამშრომლები კი იზოლაციაში არიან.
ქობულეთი საბავშვო ბაღების გაერთიანების უფროსის, ია ხალვაშის განცხადებით, ამ ეტაპზე არცერთ ბავშვს სიმპტომი არ აქვს და ისინი თავს კარგად გრძნობენ. ეპიდემიოლოგებთანკონსულტაციის შემდეგ კი სავარაუდოდ მომდევნო კვირაში კორონავირუსზეტესტირებას ჩაიტარებენ.
''ორ კვირაში ერთხელ გეგმიური ტესტირება ტარდება. ბოლოს ჩატარდა შაბათ-კვირას. ტესტირების შემდეგ უარყოფითი პასუხი იყო. ორშაბათს 16 მარტს თანამშრომელი სამსახურში გამოცხადდა. 17 მარტს, დაახლოებით პირველ საათზე თავი შეუძლოდ იგრძნო. ბაღის ხელმძღვანელმა ის სამსახურიდან დაითხოვა. როგორ მაქვს ინფორმაცია მომდევნო დღეს ტესტირება ჩაიტარა და კორონავირუსი დაუდასტურდა.
ჯანდაცვის სამინისტროსთან და ეპიდემიოლოგებთან რეკომენდაციით ბაღში სასწავლო პროცესი დღეიდან შეწყდა. 12 დღის შემდეგ ხელახალი ტესტირების შემდეგ ბაღს გავხსნით.
ყველა თანამშრომელიიზოლირებულია. ბავშვებთან და მშობლებთან კომუნიკაცია გვაქს. ამ ეტაპზე ისინი კარგად არიან'' - განაცხადა ია ხალვაშმა.
ქობულეთის მეხუთე საბავშვო ბაღში25 აღმზრდელი და პედაგოგია. ბაღში80ბავშვი ირიცხება.