დიდი ბრიტანეთი უკრაინას გაუწევს კიდევ 1 მილიარდი გირვანქა სტერლინგის სამხედრო დახმარებას

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

დიდი ბრიტანეთი 1 მილიარდი გირვანქა სტერლინგით ზრდის უკრაინის შეიარაღებული ძალების დახმარებას. ამის შესახებ BBC-ი, Reuters-ი და სხვა მედიასაშუალებები იუწყებიან გაერთიანებული სამეფოს მთავრობაზე დაყრდნობით. გადაწყვეტილება ოფიციალურად დღეს, 30 ივნისს გამოცხადდება. წინასწარი ინფორმაციით, დახმარება მოიცავს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ობიექტებს, უპილოტო საფრენ აპარატებს და სხვა საშუალებებს. გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ გააგრძელებენ უკრაინელების მხარდაჭერას, რათა პუტინის დამარცხება უზრუნველყონ. ბოლო თვეებში, უკრაინამ დიდი ბრიტანეთისგან უკვე მიიღო 1.3 მილიარდი გირვანქა სტერლინგის სამხედრო დახმარება. https://www.radiotavisupleba.ge/a/31922466.html

Source: radiotavisupleba.ge