ყველა სამინისტრომ უნდა წარმოადგინოს ის შეზღუდვები, რაც შესაძლებელია ამოქმედდეს-ჩიქოვანი

Pirveliradio Ge

http://pirveliradio.ge/index.php?newsid=139360# თითოეულ სახელმწიფო უწყებას მიეცა ინსტრუქცია დღის ბოლომდე წარმოადგინონ ყველა იმ შეზღუდვის შესახებ, რომელიც შესაძლებელია ამოქმედდეს უახლოეს პერიოდში-განაცხადა პრემიერის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ. “საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ კიდევ უფრო გამკაცრდება ზომები და შეზღუდვები ქვეყანაში. თითოეულ სამინისტროს საკუთარი გამგებლობის სფეროს მიხედვით და თითოეულ სახელმწიფო უწყებას მიეცა ინსტრუქცია დღის ბოლომდე წარმოადგინონ ყველა იმ შეზღუდვის შესახებ, რომელიც შესაძლებელია ამოქმედდეს უახლოეს პერიოდში. თუმცა, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ არ ვსაუბრობთ საგანგებო მდგომარეობაზე, ეს არ არის საგანგებო მდგომარეობის ფაზა. ეს არის შეზღუდვების გამკაცრება, რომელიც კიდევ ერთხელ მიმართულია პრევენციულ ღონისძიებებზე"-განაცხადა ჩიქოვანმა.