გრეტა ტუნბერგი დონალდ ტრამპს: დაწყნარდი, დონალდ, დაწყნარდი!
Tbilisi Daily
შვედი ეკოაქტივისტი, გრეტა ტუნბერგი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ტვიტს გამოეხმაურა, რომელშიც იგი დარჩენილ შტატებში ხმების დათვლის შეწყვეტას ითხოვდა.
„სასაცილოა. დონალდმა სიბრაზის მართვის პრობლემაზე უნდა იმუშაოს, შემდეგ კი მეგობართან ერთად ძველმოდურ ფილმზე წავიდეს! დაწყნარდი, დონალდ, დაწყნარდი!“ - დაწერა გრეტა ტუნბერგმა Twitter-ზე.