ვისთვის არის მისაღები თურქეთში დასაქმება მიწვევით ?

Tbilisi Daily

ახალი რეგულაცია, თურქეთში ყოველდღიურ სამუშაოზე, ქემალფაშას ბაზრობაზე დასაქმებულებისთვის მისაღები არ არის. ისინი ამბობენ, რომ მაღაზიებში ძირითადად საქართველოს მოქალაქეები იყვნენ, ამიტომ საზღვრის გახსნის გარეშე სამთვიანი მოწვევის მიღებას მათთვის მნიშვნელობა არ აქვს. მთავრობის გადაწყვეტილება შედარებით იმედისმომცემია სეზონურად მომუშავე საქართველოს მოქალაქეებისთვის. ამბობენ, რომ დამსაქმებლებთან კონტაქტს სოციალური ქსელებისა და ტელეფონის საშუალებით შეეცდებიან.