რუსეთში კორონავირუსისგან ერთ დღეში 346 კაცი გარდაიცვალა
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
რუსეთის მთავრობის საგანგებო შტაბის ცნობით წუხელ ქვეყანაში ეპიდემიის განმავლობაში ერთ დღეში ყველაზე მეტი, 346 პაციენტი გარდაიცვალა.
კორონავირუსით დაინფიცრების მაჩვენებელი კი 16202-ით გაიზარდა. ვირუსის გავრცელების მხრივ კვლავ პირველ ადგილზეა რუსეთის დედაქალაქი მოსკოვი.
კორონავირუსის მეორე ტალღის შესაჩერებლად რუსეთის ხელისუფლებამ გაამკაცრა სანიტარული მოთხოვნები და აკრძალა მასობრივი თავყრილობების ჩატარება. თუმცა ევროპის ზოგერთი ქვეყნისგან განსხავავებით რუსეთის ხელისუფლება არ აპირებს ლოკდაუნის შემოღებას.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30917071.html
#ახალი_ამბები
#twitter