კოვიდინფიცირების 1227 შემთხვევა აზერბაიჯანში

Tbilisi Daily

გასული დღე-ღამის განმავლობაში აზერბაიჯანში კორონავირუსი კიდევ 1,227 ადამიანს გამოუვლინდა, 12 ადამიანი კი გარდაცვლილა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია, ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 59,509 შეადგინა. ჯამში გარდაიცვალა 780 ადამიანი. ვირუსისგან 45,697 პაციენტი განიკურნა.