ლუკაშენკო საკუთარ რეზიდენციასთან ისევ იარაღით ხელში გამოჩნდა

Pirveliradio Ge

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო, მინსკში მიმდინარე მასშტაბური საპროტესტო აქციის პარალელურად, საკუთარ რეზიდენციასთან ისევ იარაღით ხელში გამოჩნდა. ინფორმაციას RIA ავრცელებს. მათი ცნობით, ლუკაშენკოს პრესსამსახურს ჰკითხეს, სად იმყოფებოდა პრეზიდენტი, პასუხად კი აღნიშნული ფოტო მიიღეს. მოგვიანებით, პრეზიდენტის პრესსამსახურმა განმარტება გააკეთა და თქვა, რომ ფოტო იმ დროს არის გადაღებული, როცა რეზიდენციასთან აქციის მონაწილეები იმყოფებოდნენ. შეგახსენებთ, დღეს, პროტესტის 22-ე დღეს მინსკსა და ბელარუსის რამდენიმე ქალაქში მასშტაბური აქციები გაიმართა.