მორაგბე რომ ხარ, რატომ მიდიხარ გამოძახებით ადამიანის ცემაზე – გოგა ჩანადირი

Tbilisi Daily

ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი 19 წლის გიორგი შაქარაშვილის სავარაუდო მკვლელობის ამბავს ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს: „აი, მორაგბე რომ ხარ, ქართველი მორაგბეების უამრავი მაგალითი რომ გაქვს, როგორ გამოდიან ისინი ძალადობის, ცემის, მკვლელობის წინააღმდეგ, შენ რატომღა არცხვენ მათ სახელს? რატომ მიდიხარ გამოძახებით ადამიანის ცემაზე? რატომ თელავ ფეხქვეშ იმათ სახელებს, რომლებსაც სამშობლოსთვის და ადამიანებისთვის გული უძგერთ? რანაირი მორაგბე ხარ? არავის ეპატიება ძალადობა. თქვენ ფანსაკუთრებით არ გეპატიებათ. 19 წლის გიორგი შაქარაშვილის მკვლელობით შეარცხვინეთ რაგბის სამყარო“.