სუს-ი გალში საქართველოს მოქალაქის უკანონოდ დაკავებაზე პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

მორიგი დაკავება ოკუპირებულ ტერიტორიაზე. გალის რაიონის მცხოვრებმა, ნიკა ბებუამ 30 სექტემბერს, როდესაც ოკუპირებული აფხაზეთი 1992-1993 წლის ომში ე.წ.გამარჯვების დღეს აღნიშნავდა, აფხაზური ე.წ.დროშა დაწვა. მომხდარის გამო ნიკა ბებუა ე.წ. სამართალდამცველებმა დააკავეს. მისი თქმით,არ სურს, აფხაზები და ქართველები ერთმანეთის მტრები იყვნენ.