სამხრეთ კორეა კოვიდ-19-ის "კრიზისის" წინაშეა

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

24 აგვისტოს სამხრეთ კორეის დედაქალაქმა განკარგულება გასცა ნიღბების ტარების შესახებ შიდა და გარე სივრცეებში მას შემდეგ, რაც ქვეყანაში უკვე მე- 11 დღეა, კორონავირუსით დავადებულთა შემთხვევები სამნიშნა რიცხვით იმატებს.   ახალ შემთხვევათა უმეტესობა რეგისტრირებულია სეულში, სადაც ათ მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს,  თუმცა ინფიცირებულთა ახალი შემთხვევების რაოდენობა 17-ივე რეგიონში მატულობს. ოფიციალური პირები შიშობენ, რომ სამხრეთ კორეა საყოველთაო ეროვნული პანდემიის ზღვარზეა, თუ ვერ მოხერხდა ინფექციების კონტროლი მჭიდროდ დასახლებულ დედაქალაქში.  სამხრეთ კორეა ფართოდ აღიარებული იყო კორონავირუსის გავრცელების შენელების საქმეში თავისი ეფექტიანი საწყისი ზომების გამო, რომლებიც ფართო ტესტირებას და ინფიცირებულთა კონტაქტების დადგენის თანმიმდევრულ ზომებს მოიცავდა. მთლიანობაში, სამხრეთ კორეის მონაცემებით, კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი  17665 -ს შეადგენს და გარდაცვლილთა რიცხვი 309-ს. ხუთ თვეზე მეტია, რაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ პანდემია გამოაცხადა.მთელ მსოფლიოში სულ მცირე 23 მილიონი ადამიანი დაავადდა და 800 000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. დასავლეთ ევროპის ქვეყნებში - განსაკუთრებით ესპანეთში, იტალიაში, გერმანიაში და საფრანგეთში - კვლავ თვეების მანძილზე პირველად, აღინიშნება შემთხვევათა მატება. ამან წარმოშვა შიში, რომ ვირუსი, შესაძლოა, კვლავ დაბრუნდეს. გასული კვირების მანძილზე, ინდოეთში, სხვა ქვეყნებთან შედარებით, ყველაზე მეტი ახალი შემთხვევა ფიქსირდება. დადასტურებული შემთხვევების ყოველდღიური მაჩვენებელი თითქმის 70 000-ს აღწევს. ინდოეთმა 3 მილიონს გადააჭარბა კორონავირუსით დაავადებულთა შემთხვევების რაოდენობით, თუმცა 1.3 მილიარდი მოსახლეობის მქონე ქვეყანაში, ინფიცირებულთა რიცხვი, სინამდვილეში, უთუოდ, მეტია. https://www.radiotavisupleba.ge/a/30800175.html #ახალი_ამბები #twitter