იაპონიაში კორონავირუსის 1240 შემთხვევა გამოვლინდა

Tbilisi Daily

იაპონიაში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ 19“-ის 1240 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით ექვსი ადამიანი დაიღუპა. უცხოური მედიის ცნობით, ახალი შემთხვევები უმეტესობა ტოკიოში ფიქსირდება. ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, იაპონიაში „კოვიდ 19“-ის 41 841 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 1035 ადამიანი.