ბათუმში კორონავირუსით 32 წლის ქალი გარდაიცვალა
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
დღეს, 13 ნოემბერს, ბათუმში კორონავირუსით32 წლის ქალი გარდაიცვალა. ინფორმაცია აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს ჯანდაცვის სამინისტროში დაუდასტურეს.
ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით,კლინიკაში შეყვანის შემდეგ ჩატარებული კვლევებით დადგინდა, რომ პაციენტს ფილტვების 80% დაზიანებული ჰქონდა.
სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.
ბოლო 24 საათში აჭარაში covid-19-ით ათი ადამიანი გარდაიცვალა.რეგიონში კორონავირუსიკიდევ 448 ადამიანს დაუდასტურდა.