„საგრადა ფამილია“ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებისთვის გაიხსნა

Tbilisi Daily

ესპანეთის ერთ-ერთი ცნობილი ღირსშესანიშნაობა, ბარსელონაში მდებარე ტაძარი, „საგრადა ფამილია“, რომელიც კორონავირუსის გამო, მარტის შემდეგ დახურული იყო, იმ ადამიანებისთვის გაიხსნა, ვინც პანდემიისას მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნავდა. ესენი არიან ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები და პოლიციელები, - ამის შესახებ BBC წერს. შემდეგ ეტაპზე, ტაძარში უფასოდ შესვლას ბარსელონას მაცხოვრებლები შეძლებენ. გაუდის ჯერ კიდევ დაუმთავრებელ შედევრს ესპანეთში ყველაზე მეტი ვიზიტიორი ჰყავს. მას წელიწადში დაახლოებით 4,5 მილიონი ადამიანი სტუმრობს. დამთვალიერებლები ვალდებულნი იყვნენ, ტაძარში შესვლისას პირბადე კეთებოდათ. ჯერჯერობით უცნობია, როდის მიიღებს ტაძარი ტურისტებს. ესპანეთში ახალი კორონავირუსი 250 ათასზე მეტ ადამიანს დაუდგინდა. მათგან 28 385 ინფიცირებული გარდაიცვალა.