Post

Tbilisi Daily

სასტუმრო “ბუდაპეშტი” ვაკის პარკში მაინც აშენდება. საზოგადოების მხრიდან ნეგატიური დამოკიდებულებისა და შესაბამისი ორგანოების წინ პროტესტის მიუხედავად, სასტუმროს ინვესტორებმა მსგავსი გადაწყვეტილების მიღება სულ ცოტა ხნის წინათ დაანონსეს. როგორც, მათ განცხადებაში წერია, ისინი უახლოეს პერიოდში დაიწყებენ ტენდერით კომპანიების მოძიებას, რასაც მალევე მოჰყვება შესაბამისი სამუშაო გეგმის გაწერა და ინიციატივის განხორციელებაზე მუშაობა. აღსანიშნავია, რომ ამ იდეაზე ნებართვის გაცემას თავის დროზე ადგილობრივების აღშფოთა, შემდეგ კი ზედიზედ სამი სასამართლო მოჰყვა.  განსხვავებული მოსაზრება აქვთ თბილისის საკრებულოში. საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ზარქუას განცხადებით ინვესტორებთან ჯერ კიდევ არ არსებობს შესაბამისი შეთანხმება, რომლის მიხედვითაც მათ ამ პროექტის განხორციელება შეეძლებათ. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას... #news