ზუგდიდში მძევლების ნაწილი გათავისუფლებულია
ამერიკის ხმა
ზუგდიდში "საქართველოს ბანკის" შენობიდან გამტაცებელმა 2 ადამიანი გაათავისუფლა. ამის შესახებ ინფორმაციას მედია ავრცელებს.
4 საათიანი ტყვეობის შემდეგ მძევლები ადგილობრივი პოლიციის განყოფილებაში იმყოფებიან და ისინი სამართალდამცავებს დეტალურად ესაუბრებიან თუ რა ხდებოდა "საქართველოს ბანკის" შენობაში.
"როგორც ნახეთ მოლაპარაკებების შედეგად 2 მძევალი გათავისუფლებულია. გრძელდება მოლაპარაკებები. სამართალდამცავი უწყებები აკეთებენ ყველაფერს, რომ მძევლები უსაფრთხოდ დავაბრუნოთ ოჯახებში. მოლაპარაკებების დეტალებზე არ ვისაუბრებ მიზანმიმართულად. შემთხვევის ადგილის პირადაპირი ტრანსლირება არ მოახდინოთ გთხოვთ," - ამბობს შს მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბოცვაძე.
ზუგდიდში იმყოფება შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური. ის მერიის შენობაში მართავს შეხვედრას.
https://www.amerikiskhma.com/a/unidentified-gunman-took-up-to-20-people-hostage-in-zugdidi-georgia/5630144.html
#ახალი_ამბები