მოსკოვში აშშ-ის ელჩი "ახლო მომავალში" ურთიერთობის გაუმჯობესების მცირე შანსებს ხედავს
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
მოსკოვში აშშ-ის ელჩის, ჯონ სალივანის თქმით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ურთიერთობა "ახლო მომავალში" უფრო პროდუქტიული გახდეს.
ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა კიდევ უფრო გაუარესდა მას მერე, რაც რუსეთი 24 თებერვალს უკრაინაში პროვოცირების გარეშე შეიჭრა, რის გამოც აშშ-მა და ევროკავშირმა რუსეთს მკაცრი სანქციები დაუწესეს. რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი შეჭრას რუსეთის ისტორიაში გარდამტეხ მომენტს უწოდებს - ამბოხებას აშშ-ის ჰეგემონიის წინააღმდეგ, რომელიც, პუტინის თქმით, რუსეთს ამცირებდა 1991 წელს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ.
"თავს შევიკავებდი იმ ვარაუდისგან, რომ რუსეთს და აშშ-ს არასოდეს ექნებათ უფრო პროდუქტიული ურთიერთობა. მაგრამ არ შემიძლია იმის თქმა, ამას რამდენი დრო დასჭირდება. მოცემულ ატმოსფეროში ეს არ მოხდება... ჩემი სიცოცხლის განმავლობაშიც" - უთხრა სალივანმა სააგენტო TASS-ს 6 ივნისის ინტერვიუში და დასძინა: "აშშ-ის მხრიდან, პრეზიდენტმა [ჯო] ბაიდენმა ჩვენი პოზიცია მკაფიოდ განაცხადა: რუსეთთან ჩვეულებრივი ურთიერთობა ვერ გვექნება".
https://www.radiotavisupleba.ge/a/31885614.html
Source: radiotavisupleba.ge