ყველაზე სექსუალური სპორტსმენი
Tbilisi Daily
მძლეოსნობის მოყვარულებს ჯერ ვერაფერს ეუბნება სახელგვარი - ალისა შმიდტო. თუმცა მას "ინსტაგრამში" გერმანიის საუკეთესო ჩოგბურთელ ანგელიკ კერბერზე მეტი მიმდევარი ჰყავს - 855 ათასი.
მან დიდი პოპულარობა მას შემდეგ მოიპოვა, რაც 2017 წელს ჟურნალმა Busted Coverage მსოფლიოს ყველაზე სექსუალურ სპორტსმენად დაასახელა.
ალისა ძირითადად 200 და 400 მეტრ სპრინტში გამოდის.
სიმაღლეზე ხტომა. იულია ლევჩენკო: დიდი მკერდი სპორტსმენსაც ამძიმებს
დიდების მომენტი
"კომპიუტერთან ვიჯექი და ჩემს ინსტაგრამს ვაკვირდებოდი. 12 ათასი მიმდევარი მყავდა, წუთიდან წუთამდე კი მათი რაოდენობა ათასობით მატულობდა, - ასე იხსენებს 2017 წელს შმიდტი, - ჩემი გვარი "გუგლში" ჩავწერე და უამრავი სტატია აღმოვაჩინე, ბევრი ისეთ ენაზე, მანამდე თვალით რომ არ მენახა.
გაოგნებული ვიყავი - როგორ შეიძლებოდა მე ანგელიკ კერბერზე მეტი მიმდევარი მყოლოდა..." უარი
ალისას ერთმა ცნობილმა სამოდელო სააგენტომ უკვე შესთავაზა სარფიანი კონტრაქტი, მაგრამ სპორტსმენის კარიერის დასრულებას არ აპირებს.
მან უარი შეუთვალა PlayBoy-საც, რომელსაც ფოტოგადაღება და ყდაზე მისი სურათის გამოქვეყნება ჰქონდა ჩაფიქრებული.
"სპორტი ჩემთვის უპირველესია. მინდა წარმატებას ამ სფეროში მივაღწიო და არა ჩემი გარეგნობით", - განმარტავს ალისა შმიდტი.