„არ დანებდეთ და არასოდეს ჩავარდეთ სასოწარკვეთილებაში“
Tbilisi Daily
ევროპის დღისა და მეორე მსოფლიო ომის დასრულების75 წლისთავთან დაკავშირებით ბრიტანეთის მონარქი ვიდეომიმართვას ავრცელებს.
„არ დანებდეთ და არასოდეს ჩავარდეთ სასოწარკვეთილებაში“ -ასეთია ელისაბედ მეორის მთავარი გზავნილი.
დედოფალი, ვიდეო მიმართვაში მეორე მსოფლიო ომის პერიოდსა და კორონავირუსის პანდემიაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ მეორე მსოფლიო ომში მებრძოლი ადამიანები იამაყებდნენ, ახლა კორონავისურის წინააღმდეგ მათი შთამომავლების ბრძოლას რომ უყურებდნენ.
„დღეს, როდესაც ჩვენ ქვეყანას ვუყურებ, რას ვაკეთებთ იმისთვის, რომ დავიცვათ და მხარი დავუჭიროთ ერთმანეთს, სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ისევ ვართ იმ მამაცი სამხედროების, მეზღვაურების და მფრინავების ქვეყანა“, – აცხადებს ელისაბედ მეორე.
#news
United Kingdom
#ელისაბედმეორე
#მიმართვა
#ევროპისდღე