ბელარუსში შეერთებული შტატების ახალი ელჩის კანდიდატურა სენატმა ერთხმად დაამტკიცა
Interworld
ბელარუსში შეერთებული შტატები ახალი ელჩის ვაკანტურ პოზიციაზე, დასავლეთ ევროპისა და ევროკავშირის საკითხებში სპეციალური ბიუროს მდივნის ასისტენტი ჯული ფიშერი, სენატის მხრიდან ერთსულოვნად იქნა დამტკიცებული.
შესაბამისად, ფიშერი 2008 წლის შემდეგ გახდა პირველი ამერიკელი ელჩი, რომელიც ამ აღმოსავლეთ ევროპულ სახელმწიფოში იქნება წარმოდგენილი.
მანამდე, ა.წ. აპრილში, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა ფიშერის ელჩის პოზიციაზე დანიშვნის თაობაზე, რის შემდეგაც ა.წ. სექტემბერში სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მისცა რეკომენდაცია მისი კანდიდატურის დამტკიცებას.
მანამდე ჯული ფიშერი მოსკოვში წარმოდგენილ აშშ-ის საელჩოშიც ასრულებდა დიპლომატიურ მოვალეობებს.
შეერთებულ შტატებსა და ბელარუსს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1991 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დამყარდა, მაგრამ ეტაპობრივად ამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები უარესდებოდა და 2006 წლის ივნისში, ოფიციალურმა ვაშინგტონმა ეკონომიკური სანქციებიც დაუწესა ორ ბელარუსულ სახელმწიფო საწარმოსაც. საპასუხოდ, იმავე წელს ოფიციალურმა მინსკმა აშშ-დან ელჩი გამოიხმო და შეერთებულ შტატებს მოუწოდა, მისი ელჩი გაეყვანა სახელმწიფოდან.
#Belarus #US #relations #diplomatic #ties #new #envoy #interworld