საქართველოში კორონავირუსის 4 673 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 36 პაციენტი

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 4 673 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 3 893 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 141 392-მდე. უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით გარდაცვალების 36 ახალი შემთხვევაა. დღეს გამოვლენილი ინფიცირების 4 673 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 729 შემთხვევა, აჭარაში-339, იმერეთში-673, ქვემო ქართლში-419, შიდა ქართლში-354, გურიაში-126, სამეგრელო-ზემო სვანეთში-388, კახეთში-384, მცხეთა-მთიანეთში-109, სამცხე-ჯავახეთში-111, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში-41. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 26 655. მათ შორის, 6 829 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 1 123 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 425. 3 759 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში.საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 1 186 ადამიანი.