ქობულეთში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს
Batumi Daily
ქობულეთში გვიან ღამით ახალგაზრდა მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. შემთხვევა, დაახლოებით, 3 საათზე მოხდა. დაჭრილი მამაკაცი ქობულეთის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების თქმით, მას ჭრილობა ბარძაყის არეში ჰქონდა მიყენებული.
ოჯახის წევრების თქმით, დაჭრილი მამაკაცი თავს სუსტად გრძნობს და მათთვის უცნობია, რა გახდა დაპირისპირების მიზეზი. დაზარალებული ნუგზარ ხაბაზი ქობულეთის სამაშველო სამსახურის უფროსის, მამუკა ხაბაზის ძმაა. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს საგამოძიებო სამუშაოები სსკ- 117 და 236 მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com
#სიახლე
#კრიმინალი
#batumidaily
#ახალიამბები