კოვიდპაციენტები ოჯახის ექიმის ზარის მოლოდინში
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 4 321-ით გაიზარდა, აქედან 1 035 ადამიანი დაინფიცირდა აჭარაში. გარდაიცვალა - 42 ადამიანი.
ყოველდღიურად ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება, მათი დიდი ნაწილი კი სახლში გადის მკურნალობის კურსს, რის გამოც ოჯახის ექიმებზე დატვირთვა გაიზარდა. მზარდი სტატისტიკის ფონზე არის თუ არა საკმარისი რესურსი?