დეკანოზი ანდრია განმარტავს პატრიარქის ეპისტოლის დაგვიანებით გამოქვეყნების მიზეზს
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის 2021 წლის საშობაო ეპისტოლის დაგვიანებით გამოქვეყნების მიზეზების შესახებ რადიო თავისუფლება ელაპარაკა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძე. „რაღა მნიშვნელობა აქვს ახლა", - ამბობს დეკანოზი.
„ექიმთა რჩევასაც უნდა დავუგდოთ ყური, მაგრამ უმთავრესი ღვთის მცნებების დაცვაა“ - პატრიარქის ეპისტოლე გამოქვეყნდა
როგორც მღვდელი განმარტავს, პატრიარქს ბოლო წუთს ჰქონდა ტექსტში რაღაცების შეცვლის სურვილი. „რაღაცები არ მოეწონა. რაღაცის შეცვლა აღარ მოხერხდა გვიან. მანამ საბოლოო რედაქტირება არ გაკეთდა, არ გამოქვეყნდა [საშობაო ეპისტოლე]", - თქვა მან.
თეოლოგების თქმით, ბოლო ათწლეულების განმავლობაში, გუშინ, 6 იანვარს პირველად დაირღვა ტრადიცია და ეპისტოლე არ წაუკითხავთ.
https://www.radiotavisupleba.ge/a/31037967.html
#ახალი_ამბები
#twitter