ავთანდილ თალაკვაძე - არც ერთი მედპერსონალის დაინფიცირება არ მომხდარა პაციენტისგან

Tbilisi Daily

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ხელმძღვანელის ავთანდილ თალაკვაძის განცხადებით, არც ერთი მედპერსონალის დაინფიცირება პაციენტთან კონტაქტის შედეგად არ მომხდარა. „მსურს განვაცხადო მედპერსონალზე, რომ არც ერთი დაინფიცირება არ მომხდარა პაციენტიდან, ყველა თანამშრომელი იყო რომელიღაც კლასტერიდან, არასამსახურეობრივად მოხდა მათი დაინფიცირება. ჩვენ ყველა ჩვენს პერსონალს 2-3 კვირის შუალედში ვუტარებთ ტესტირებას, რაც ხელს გვიწყობს იმაში, რომ დროულად გამოვავლინოთ. ამ დროისთვის ყველა ადამიანი ვინც კი შემხებლობაში იყო იზოლირებულია და მათ შორის, ჩვენი გამოჯანმრთელებული თანამშრომლები უბრუნდებიან სამსახურებს. დაახლოებით 40-მდე მედპერსონალი არის დაინფიცირებული “, - განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ. მისივე თქმით, ჩვენს ქვეყანაში ჯამში 40-მდე დაინფიცირებული მედპერსონალია და ამ დროისთვის, მათთან კონტაქტში მყოფი ყველა პირი იზოლირებულია.