გერმანიამ საერთაშორისო მოგზაურობაზე აკრძალვა 14 ივნისამდე გაახანგრძლივა
Pirveliradio Ge
http://pirveliradio.ge/?newsid=142470
გერმანიამ საერთაშორისო მოგზაურობაზე აკრძალვა 14 ივნისამდე გაახანგრძლივა. აღნიშნული ინფორმაცია ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰეიკო მასმა გაავრცელა.
მისი თქმით ქვეყანა ჯერ იმ ეტაპზე არ არის, რომ მოგზაურობის რეკომენდაციები გასცეს.
ცნობისთვის, გერმანიაში კორონავირუსის 160 000 შემთხვევაა გამოვლენილი. ქვეყანაში ვირუსს 6 300-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.