ანას ბაღს არანაირი პრობლემა არ აქვს - კახა კალაძე

Pirveliradio Ge

http://pirveliradio.ge/?newsid=144129 კახა კალაძე აცხადებს, რომ ანას ბაღს არანაირი პრობლემა არ აქვს. ალუბლების ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობაზე კი ქალაქის მერი აცხადებს, რომ არ იცნობს სიტუაციას და გაერკვევა და კომენტარს შემდეგ გააკეთებს. „ანას ბაღს არანაირი პრობლემა არ აქვს - მოხდება მისი რეაბილიტაცია, დაემატება ტერიტორია, იქნება ერთ-ერთი საუკეთესო სივრცე. ყველას ექნება შესაძლებლობა, ისარგებლოს. შევისწავლი ალუბლების ქუჩაზე მიმდინარე მოვლენებს და შემდეგ გავაკეთებ ამაზე კომენტარს", - აცხადებს კახა კალაძე.