სამეგრელოში კორონავირუსით 4 ადამიანი გარდაიცვალა

Zugdidi Daily

ბოლო 24 საათის განმავლობაში სამეგრელო-ზემო სვანეთში Covid19-ით ინფიცირებული კიდევ 4 პირი გარდაიცვალა. ინფორმაციას სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს, მათგან 3 ზუგდიდის, ერთი კი სენაკის მკვიდრია. ამავე ცნობით, 2 პაციენტი, 1951 და 1939 წელს დაბადებული ქალები ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადიოდნენ მკურნალობის კურსს, ხოლო 1925 წელს დაბადებული მამაკაცი რუხის კლინიკაში იყო მოთავსებული. როგორც ცნობილია, სენაკში მცხოვრები, 1949 წელს დაბადებულ მამაკაცს "სენამედში" მკურნალობდა.  ინფორმაციისთვის, სამეგრელოში არსებულ კოვიდმიმღებ ცენტრებში ამ ეტაპზე 278 პაციენტი მკურნალობს. შეგახსენებთ, რომ დღეს, 7 დეკემბერს რეგიონში Covid19-ით კიდევ 177 ადამიანი დაინფიცირდა, ხოლო გამოჯანმრთელდა 591 პირი. _________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. #კორონავირუსი #ახალიამბები #ზუგდიდი #სამეგრელო #zugdididaily